ავტორი:

“ფიტნეს ინტრუქტორების“ კიდევ ერთი მახე, რომელიც “ხელოვნური ინტელექტითაა“ შექმნილი - შესაძლებელია თუ არა სხეულის 28 დღეში შეცვლა: ექსპერტები გვაფრთხილებენ

“ფიტნეს ინტრუქტორების“ კიდევ ერთი მახე, რომელიც “ხელოვნური ინტელექტითაა“ შექმნილი - შესაძლებელია თუ არა სხეულის 28 დღეში შეცვლა: ექსპერტები გვაფრთხილებენ

თუ სოციალური ქსელებით სარგებლობთ, მათი ვიდეოები აუცილებლად შეგხვდებოდათ - იდეალური ფიტნეს-ინსტრუქტორები სხეულის რადიკალურ ცვლილებას სულ რაღაც ერთ თვეში გპირდებიან.

ისინი პოზირებენ რელიეფური ფიგურით, გვაჩვენებენ = “მანამდე და შემდეგ“ - შთამბეჭდავ ფოტოებს და ამტკიცებენ, რომ თქვენ შეძლებთ რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებას სულ რაღაც 28 დღეში - პირობა ერთია, უნდა მიჰყვეთ მათი ვარჯიშის პროგრამას.

შედეგები იმდენად კარგია, რომ დაუჯერებელიც კი ჩანს და ხშირ შემთხვევაში, ეს მართლაც ასეა.

  • ჟურნალისტური მოკვლევა

BBC-ის ჟურნალისტებმა გამოავლინეს, რომ ფიტნეს-აპლიკაციების ზოგიერთი სარეკლამო მასალა იყენებს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილ პერსონაჟებს. ასეთი რეკლამა არღვევს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას. ხშირად ამ რგოლებში არ არის მკაფიო მითითება იმაზე, რომ გამოსახული ადამიანები არ არიან რეალურები; ეს ყველაფერი კეთდებოდა ფიტნეს-აპლიკაციებზე გამოწერების გასაყიდად.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სოციალური ქსელები ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტით აივსო. ბევრ მათგანში ჩნდებოდნენ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პერსონაჟები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თავად მიჰყვებოდნენ ვარჯიშის პროგრამებს და აჩვენებდნენ სხეულის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ექსპერტების თქმით, მეცნიერული თვალსაზრისით უბრალოდ შეუძლებელია ასეთ მოკლე დროში.

ვიდეორგოლები მომხმარებლებს ჰპირდებიან, რომ ისინი 20 წლით გაახალგაზრდავდებიან და ერთ თვეში დაიკლებენ დაახლოებით 18 კილოგრამს.

  • “ველური დასავლეთი“ რეგულირების სფეროში

სოლფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ენდი მია ამბობს, რომ ეს ტრენდი ძალიან მასშტაბური გახდა.

“ხალხი ეძებს გზებს ჯანმრთელობის, ფიზიკური ფორმისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად... ახლა კი წარმოუდგენლად რთულია იმის გაგება, ვის ვენდოთ“, - განმარტავს ის.

ადამიან-ინფლუენსერებისგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტის პერსონაჟებს შეუძლიათ კონტენტის უსასრულოდ გენერირება. პროფესორი ამჟამინდელ სიტუაციას რეგულირების კუთხით “ველურ დასავლეთს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი რეკლამა შესაძლოა საზიანო იყოს.

“მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება წარმატების მიღწევა, სრულიად არარეალისტურია... ეს კვებავს ცრუ იმედებს და ქმნის მავნე მოლოდინებს“, - ამბობს ის.

  • რას გვთავაზობს რეკლამა?

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ, გავრცელებულ ვიდეოებში “ფიტნეს ინფლუენსერები“ ამტკიცებენ, რომ მათი ვარჯიშები ქალებს ერთ თვეში გარეგნობის შეცვლაში ეხმარებათ.

მეორე ვიდეოში ცრუ-სამხედრო პირი ამბობს, რომ სპორტდარბაზი არ მუშაობს, თუმცა მისი “არმიის პროგრამით“ რამდენიმე კვირაში საოცარ შედეგებს დებს. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ნამდვილი.

  • ექსპერტების გაფრთხილება

ფიტნეს-ინსტრუქტორი დევიდ ფეირლემბი, რომელიც ამ ინდუსტრიაში 30 წელია მუშაობს, მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის რეალურ ტრენერს, რომელიც ადამიანთან კონტაქტს ამყარებს.

“ეს არასწორია და სრულად შეცდომაში შემყვანი... მე ამით 30 წელია დაკავებული ვარ და გეტყვით, ასე უბრალოდ არ ხდება,“ - აცხადებს ის.

მისი ქალიშვილი, ჯორჯია სიბენგა კი აღნიშნავს, რომ იდეალიზებული ხელოვნური სხეულების მუდმივმა ჩვენებამ შესაძლოა, შელახოს ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თვითდაჯერებულობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. გარდა ამისა, AI-პროგრამები არ ითვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობის ინდივიდუალურ მდგომარეობას, რამაც შესაძლოა ტრავმებამდე მიგვიყვანოს.

წყარო