ავტორი:

მიანმარში მაღაროელებმა გიგანტური, 11 000 კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს - “ასეთი ზომისა და ხარისხის ლალი მსოფლიოში ძალიან იშვიათად გვხვდება“

მიანმარში მაღაროელებმა გიგანტური, 11 000 კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს - “ასეთი ზომისა და ხარისხის ლალი მსოფლიოში ძალიან იშვიათად გვხვდება“

მიანმარში მაღაროელებმა უიშვიათესი და უზარმაზარი ლალი აღმოაჩინეს. ქვეყნის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვა დაახლოებით 11 000 კარატს იწონის.

“ასეთი ზომისა და ხარისხის ლალი მსოფლიოში ძალიან იშვიათად გვხვდება,“ - განაცხადეს ექსპერტებმა ძვირფასი ქვის შემოწმების შემდეგ.

  • ძვირფასი ქვა მოგოკის ქალაქთან ახლოს აღმოაჩინეს - რეგიონში, რომელიც მდიდარი საბადოებითაა ცნობილი. ეს ადგილი ხშირად “ლალის ხეობადაც“ მოიხსენიება.

ექსპერტების შეფასებით, ასეთი დიდი ზომის ლალი შესაძლოა მილიონობით დოლარად შეფასდეს, თუმცა მისი ზუსტი ღირებულება ქვის ხარისხზე, ფერზე და სისუფთავეზე იქნება დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღმოჩენა თითქმის ორჯერ მცირეა 1996 წელს ნაპოვნ 21 450 კარატიან ლალთან შედარებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი ღირებულება შესაძლოა უფრო მაღალი იყოს. ამის მთავარი მიზეზი ქვის განსაკუთრებული ხარისხია - ლალი გამოირჩევა მდიდარი ფერით, მაღალი გამჭვირვალობითა და ზედაპირის ძლიერი ბზინვარებით, რაც ძვირფასი ქვების ბაზარზე განსაკუთრებით ფასდება.

მიანმარი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება ძვირფასი ქვების მოპოვების სფეროში. ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად სწორედ ამ ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მიანმარის ძვირფასი ქვების ინდუსტრია უკვე წლებია საერთაშორისო კრიტიკის საგანია.

ძვირფასი ქვების ვაჭრობა ქვეყნის სამხედრო ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროდ რჩება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლები ხელს უწყობს სამხედრო რეჟიმის გაძლიერებას.

წყარო