ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ოპერაციის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდა. შესაბამის ფოტოებს სოციალურ ქსელში თვითონ ლაშა აქვეყნებს.
მათგან ერთ-ერთზე ის პილოტებთან ერთად ჩანს, "ოქროს ბიჭები" - წერს ბექაური.
შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლაშას ოპერაცია ესაჭიროებოდა - ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენმა მხრის კუნთი გაიწყვიტა. მიუხედავად ამისა, მან მესამე ადგილისთვის მაინც იჭიდავა, თუმცა დაზიანების გამო გამარჯვება ვერ შეძლო.

მედიაში ბექაურის ტრავმის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.

მას ოპერაცია საფრანგეთში ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ჩაუტარდა.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პარიზში 3 მაისს, თანმხლებ ექიმთან ერთად გაემგზავრა. მას ოპერაცია მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანმა ფრანგმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს.