ავტორი:

"სულ ვსწავლობ დედაჩემისგან შინაგან სისუფთავეს და სიმარტოვეს" - მაკა ასათიანი დის უიშვიათესი ფოტო, რომელსაც მისი ქალიშვილი აქვეყნებს

"სულ ვსწავლობ დედაჩემისგან შინაგან სისუფთავეს და სიმარტოვეს" - მაკა ასათიანი დის უიშვიათესი ფოტო, რომელსაც მისი ქალიშვილი აქვეყნებს

წლების განმავლობაში სალომე ასათიანის შესახებ მხოლოდ ლეგენდები გვესმოდა. ის რჩება ქალად, რომელიც მედიასთან არასოდეს ჩნდება და თბილისურ ბომონდშიც კი "უხილავ“ ფიგურად მიიჩნევა. მაშინაც კი, როცა მისი და, მაკა ასათიანი, თბილისური წვეულებების მთავარი მშვენება და ყველაზე სასურველი სტუმარი იყო, სალომე ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდა. მის იდუმალებაზე დღემდე უამრავი ამბავი დადის, თუმცა დღეს ყურადღების ცენტრში მისი ქალიშვილი, მარიანა აჩბაა - გოგონა, რომელსაც საზოგადოებამ მისი არისტოკრატიული წარმომავლობისა და დახვეწილი სტილის გამო "აფხაზი პრინცესა“ შეარქვა.

მაკა და სალომე ასათიანები

  • მარიანა დედის ფოტოს აქვეყნებს

მარიანა, რომელიც დღეს უკვე წარმატებული პიანისტია, სოციალურ ქსელში დედის უიშვიათეს ფოტოს აქვეყნებს. სალომე ასათიანი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. მასზე ამბობენ, რომ ის ყოველთვის გაურბოდა ზედმეტ ყურადღებას. მარიანას მიერ გაზიარებული ბოლო წლების კადრი იშვიათი შესაძლებლობაა, დავინახოთ ქალი, რომლის სილამაზეზეც ათწლეულებია მხოლოდ გადმოცემით ვსაუბრობთ.

"დეიდაჩემი არის ძალიან დიდი ძალა, დიდი სიყვარულის მოცემა შეუძლია. სილამაზე და თვალებში რაც აქვს, ამ სიყვარულიდან გამომდინარე გადმოდის. მისი მეგობრობის გარეშე არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. სულ ვსწავლობ დედაჩემისგან შინაგან სისუფთავეს და სიმარტოვეს, რომელიც მას აქვს და არც შემხვედრია ასეთი ადამიანი სხვა", - ამბობდა ცნობილ დეიდაზე და დედაზე მარიანა ინტერვიუში.

მარიანა აჩბა მხოლოდ ცნობილი ოჯახის შვილი არ არის. ის წლების განმავლობაში დიზაინერ ჯაბა დიასამიძის უცვლელი მუზა და მისი ყველა ჩვენების მთავარი სახე იყო პარიზსა თუ თბილისში. ამჟამად მარიანა მთელ ენერგიას პიანისტის კარიერას უთმობს. სულ ცოტა ხნის წინ მან ნამდვილი მუსიკალური ტრიუმფი მოაწყო, როდესაც ლეგენდარულ ელისო ვირსალაძესთან ერთად დაუკრა.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ასათიანი და ასტამურ აჩბა წლების წინ დაშორდნენ, მარიანას მამასთან მჭიდრო და თბილი ურთიერთობა აქვს.

სალომე ასათიანი და ასტამურ აჩბა

მაკა ასათიანის ერთადერთი და, სალომე ასათიანი კი კვლავ რჩება ქართული რეალობის ყველაზე იდუმალ ქალად.

წაიკითხეთ ასევე: