პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.