ავტორი:

დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელმაც “სარფის“ საბაჟოს გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის  ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის “კოკაინი“ შემოიტანა - რას აცხადებს შსს

დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელმაც “სარფის“ საბაჟოს გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის  ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის “კოკაინი“ შემოიტანა - რას აცხადებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

  • “სამართალდამცველებმა “სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: “პრეგაბალინი“ და “კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.