სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.
სამების ტაძარში უკვე იკრიბებიან კრების დელეგატები, სასულიერო პირებთან ერთად, ცნობილი ადამიანებიც გამოჩნდნენ.


მათ შორის ბიზნესმენები ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი, დავით ბეჟუაშვილი და მაკა ასათიანი. რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია და სხვები.

