ავტორი:

ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

  • გამოცემას ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ უთხრა, რომ ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად დატოვა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს.