ავტორი:

“მოსალოდნელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები“ - გარემოს სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

“მოსალოდნელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები“ - გარემოს სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

“გარემოს ეროვნული სააგენტო“ საზოგადოებას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ 11-13 მაისს მოსალოდნელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

“11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: