ავტორი:

"გმირთა ვარამი" დაბრუნდა! - ტეტრალოგიის პირველი ტომი უკვე ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად

"გმირთა ვარამი" დაბრუნდა! - ტეტრალოგიის პირველი ტომი უკვე ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად

დღეიდან, 11 მაისიდან, ქართული ისტორიული პროზის გამორჩეული ნაწარმოები - ლევან გოთუას ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ მკითხველს განახლებული სახით დაუბრუნდება.

გამომცემლობა „პალიტრა L”-მა დაიწყო ლეგენდარული მწერლის ოთხტომეულის გამოცემა. პირველი ტომის შეძენა 11 მაისიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული ტომის გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს სპეციალური ფასი: 15 ლარი (25 ლარის ნაცვლად).

რომანი XVI-XVII საუკუნეების საქართველოს უმძიმეს პერიოდს აცოცხლებს. ეს არის კახეთის სამეფოს თავგადასავალი, რომელიც სამი უზარმაზარი იმპერიის - ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის ინტერესების პირისპირ აღმოჩნდა. ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, გმირთა ვარამი კი – ამოუწურავი. ეს არის წიგნი ბრძოლაზე, ღალატზე, დიდ სიყვარულსა და იმ უხილავ ძალაზე, რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა.

ლევან გოთუა მხოლოდ მწერალი არ ყოფილა - ის იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ფიგურა, რომელმაც თავისი მყარი პოლიტიკური შეხედულებებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის თითქმის მეოთხედი საუკუნე რუსეთის ცივ ბანაკებში, შორეულ ვორკუტაში გაატარა.

სწორედ იქ, სამშობლოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე იწერებოდა „გმირთა ვარამი“ - ნაწარმოები, რომელიც დღეს ქართული სულის სიმტკიცის სიმბოლოა.

წიგნის შეძენას შეძლებთ:

  • ვებგვერდზე: www.palitral.ge
  • „პალიტრა L-ის“ აპლიკაციაში
  • „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში
  • პრესის გავრცელების ჯიხურებში

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შემატოთ თქვენს ბიბლიოთეკას წიგნი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა!

R