საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყო. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გაფართოებული სხდომა 13 საათზე გაიხსნა.
დღესვე ინტრონიზაციის საკითხი გამოცხადდება, რომლის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს.
წაიკითხეთ ასევე: გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა
გთავაზობთ გიორგი ჟამერაშვილის ფოტოებს: როგორ შეხვდა მრევლი პატრიარქად მეუფე შიოს არჩევას





