ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი შიო III-ს მიმართავს: "გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან"

მიხეილ სააკაშვილი შიო III-ს მიმართავს: "გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან"

ახალ პატრიარქად არჩეულ შიო მესამის არჩევას ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მას მიმართავს.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ს

მინდა მოგმართოთ თქვენს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის.

გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან. ამას გწერთ, როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლი და ის ლიდერი, რომლის დროსაც ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბით გაძლიერდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ხალხი დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, აღდგა 300-მდე ტაძარი, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა, ხუთჯვრიან დროშას მიენიჭა სახელმწიფო დროშის სტატუსი, პირველად შემოვიდა ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება.

მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ჩარევებისგან დაცვა სჭირდება.ყველა ქართველმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მშობლიური ეკლესია და მისი სულიერი საყრდენი, სადაც მის დისკრიმინირებას არავინ დაუშვებს და პირიქით ეკლესია დაიცავს მას უსამართლობისგან და თანადგომას გაუწევს". - წერს ის სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: