ავტორი:

პატრიარქი შიო III სიონის ტაძარში მივიდა - მან ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა

პატრიარქი შიო III სიონის ტაძარში მივიდა - მან ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა

ახლად გამორჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში მიბრძანდა.

  • უწმინდესმა შიომ, სიონის ტაძარში გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

კათალიკოს-პატრიარქთან ერთად სიონში იმყოფებიან წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.