ავტორი:

ვინ მივიდა პატრიარქის ინტრონიზაციაზე - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან

ვინ მივიდა პატრიარქის ინტრონიზაციაზე - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან
  • ფოტოები: ვანო გორგიშვილი, ინტერპრესნიუსი

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქმა,შიო III-მ განაცხადა.

  • როგორც ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

"ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“,- აღნიშნა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ.

სვეტიცხოველში დილიდან იმყოფება მრევლი, ასევე სამღვდელოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები.

გთავაზობთ უახლოეს ფოტოკოლაჟს სვეტიცხოვლის ტაძრიდან