ავტორი:

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს - პირდაპირი ეთერი

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს - პირდაპირი ეთერი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა. რამდენიმე წუთის წინ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო.

  • სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.

საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის სიმბოლოებს, კერძოდ, საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.

ასევე, დღეს, 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას და საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას. როგორც თავად კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ განმარტა, ტრადიციითაა განპირობებული ის, რომ „გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, ან დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა“.