ავტორი:

“ბოლო ჟამის“ ნიშანი თუ ეკოლოგიური პრობლემა? - მდინარე ევფრატი დაშრობის პირასაა: რას მოასწავებს ეს მოვლენა

“ბოლო ჟამის“ ნიშანი თუ ეკოლოგიური პრობლემა? - მდინარე ევფრატი დაშრობის პირასაა: რას მოასწავებს ეს მოვლენა

მდინარე ევფრატი საგანგაშო პრობლემის წინაშე დგას - მისი წყლის დონე სწრაფად იკლებს. ეს მდინარე იყო და დღესაც არის მთავარი წყარო რეგიონული სოფლის მეურნეობისა და წყალმომარაგებისთვის.

  • მდინარე ევფრატის შემცირება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით: ზედმეტი წყლის ამოღებით, სარწყავი სისტემების გაფართოებით, კლიმატის ცვლილებით და მშრალი სეზონებით.

ზოგიერთი ქრისტიანი ამ მოვლენას ბიბლიურ წინასწარმეტყველებას უკავშირებს, მაგალითად იერემიას 50:38-ში ნათქვამია: „გვალვა მის წყლებზე! ისინი დაშრებიან.“ მიაჩნიათ, რომ ეს მოვლენა არა მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემა, არამედ გამაფრთხილებელი ნიშანია ბოლო ჟამის მოვლენების შესახებ.

ევფრატის გარდა საფრთხე ემუქრება მდინარე ტიგროსსაც. NASA-ს 2013 წლის ანგარიშის თანახმად, ამ მდინარეების აუზებმა 2003–2009 წლებში 117 მილიონი აკრი ფუტი მტკნარი წყალი დაკარგეს, რაც თითქმის მკვდარი ზღვის მოცულობას უტოლდება. მკვლევრებმა აღნიშნული დანაკარგი მიწისქვეშა წყლების აგრესიულ ამოტუმბვას მიაწერეს, რასაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვებიც ემატება.

ერაყის წყლის რესურსების სამინისტროს განცხადებით, ევფრატი შესაძლოა 2040 წლისთვის მთლიანად დაშრეს. ამ მდინარის შემცირებამ უკვე გამოიწვია მოსავლის უკმარისობა, დაბინძურებული წყალი და დაავადებების აფეთქება - დიარეა, ჩუტყვავილა, წითელა, მუცლის ტიფი და ქოლერა, რაც რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო აძლიერებს.

  • ევფრატის შრობის ფონზე, მკვლევარებსა და ჟურნალისტებს კიდევ ერთი უცნაური თეორია აინტერესებს: ბიბლიური რუკების გადახედვა. ვარაუდობენ, რომ ედემის ბაღი შესაძლოა არა მესოპოტამიაში, როგორც დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ, არამედ ეგვიპტეში, გიზას დიდი პირამიდის ახლოს ყოფილიყო.

დოქტორი კონსტანტინ ბორისოვი, კომპიუტერული ინჟინერი, აცხადებს, რომ ედემის ბაღის ოთხი ბიბლიური მდინარე (რომლის შესახებაც „დაბადებაში“ არის ნათქვამი) შესაძლოა არა მხოლოდ ტიგროსსა და ევფრატს, არამედ ნილოსსა და ინდოსსაც ეხებოდეს.

„დაახლოებით ძვ.წ. 500 წლით დათარიღებული რუკით ირკვევა, რომ ოკეანიდან მხოლოდ ოთხი მდინარე გამოედინებოდა: ნილოსი, ტიგროსი, ევფრატი და ინდოსი“, - წერს ბორისოვი.

წყარო

იხილეთ ასევე: