ავტორი:

"ის მონსტრი იყო" - მაიკლ ჯექსონის “საიდუმლო ოჯახი“ გარდაცვლილ მომღერალს ახალ, უმძიმეს ბრალდებებს უყენებს

"ის მონსტრი იყო" - მაიკლ ჯექსონის “საიდუმლო ოჯახი“ გარდაცვლილ მომღერალს ახალ, უმძიმეს ბრალდებებს უყენებს

ოთხმა და-ძმამ, რომლებიც წლების განმავლობაში მაიკლ ჯექსონის ახლო გარემოცვაში იზრდებოდნენ, ავსტრალიურ გადაცემასთან 60 Minutes Australia ინტერვიუში განაცხადეს, რომ პოპვარსკვლავი ბავშვობაში მათზე ფსიქოლოგურად მანიპულირებდა და სექსუალურად ძალადობდა.

კასჩიოების ოჯახმა თქვა, რომ ჯექსონი მათ ოჯახს ძვირადღირებული საჩუქრებით, მოგზაურობებითა და განსაკუთრებული ყურადღებით დაუახლოვდა. მათი თქმით, ოჯახი ხშირად სტუმრობდა Neverland Ranch-ს და მომღერალთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.

“ის მონსტრია, ბოროტია. რაც გააკეთა, ბოროტება იყო. მან მთელი მსოფლიო მოატყუა, რომ ეფიქრათ, თითქოს უდანაშაულო და იდეალური ადამიანი იყო, მაგრამ ასე არ არის,“ - უთხრა დომინიკ კასჩიომ გადაცემას.

და-ძმა კასჩიოების მამა, დომინიკი, ჯექსონს 1980-იან წლებში შეხვდა, როდესაც New York City-ში მდებარე Helmsley Palace Hotel-ში მუშაობდა. მალევე გახდა მომღერლის ახლო წრის წევრი და “პოპის მეფესთან“ ერთად მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა.

  • ერთ-ერთმა და-ძმამ, 43 წლის ედიმ, განაცხადა, რომ “Thriller“-ის შემსრულებელი პირველად მაშინ გაიცნო, როდესაც მხოლოდ 2 წლის იყო - იმ პერიოდში ჯექსონი მათ ნიუ-იორკის სახლში ღამით დაუპატიჟებლად მიდიოდა.

ოთხივე და-ძმა ამტკიცებს, რომ ძალადობა მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა როგორც Neverland Ranch-ში, ისე მსოფლიო ტურნეების დროს.

“მან მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ იდეალური და უდანაშაულო ადამიანი იყო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო,“ - განაცხადა დომინიკ კასჩიომ.

მათი თქმით, ჯექსონი ბავშვებთან განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს ამყარებდა, აძლევდა საჩუქრებს, ალკოჰოლსა და მედიკამენტებს, შემდეგ კი მათზე ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა.

ერთ-ერთმა და-ძმამ განაცხადა, რომ ძალადობა პირველად 1993 წლის Dangerous-ის ტურნეს პერიოდში დაიწყო. სხვებმაც აღწერეს არასათანადო ქცევები და თქვეს, რომ იმ ასაკში ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ, რა ხდებოდა.

“ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ. მათთვის ის ფაქტი, რომ ასეთი დიდი ვარსკვლავი მათთან მეგობრობას ცდილობდა განსაკუთრებულად აგრძნობინებდათ თავს და ჩვენც ასე ვიყავით. ის გვაგრძნობინებდა, თითქოს მისი ოჯახი, მისი შვილები, ყველაფერი ვიყავით.

როდესაც 80-იან წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავი შენთან მეგობრობას ცდილობს, ძალიან დაუცველი და ადვილად სამართავი ხდები,“ - გაიხსენა დომინიკმა.

  • ოთხივე და-ძმა ამტკიცებს, რომ ძალადობა 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის Neverland Ranch-ში და მსოფლიო ტურნეების დროს.

რამდენიმე და-ძმამ თქვა, რომ ჯექსონი მათ აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ შემზარავ თამაშში, რომელსაც “booty rumble“ ერქვა.

“ის ზურგზე მწვენდა ისე, რომ ჩემი გენიტალიები მის სხეულს ეხებოდა. შემდეგ ირხეოდა და ჩემკენ იწეოდა,“ - თქვა დომინიკმა.

მარი-ნიკოლის თქმით, ჯექსონი მას 12 წლის ასაკში ტანსაცმლის გახდაას აიძულებდა და მის ყურებისას მასტურბირებდა. ალდომ, ყველაზე უმცროსმა და-ძმამ, განაცხადა, რომ ჯექსონმა მასზე ძალადობა მაშინ დაიწყო, როდესაც ერთად იწვნენ საწოლში და ვიდეოთამაშებს თამაშობდნენ.

კასჩიოებმა მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელში წერია, რომ ძალადობის ეპიზოდები სხვადასხვა ცნობილ ადამიანთან დაკავშირებულ სახლებშიც ხდებოდა, მათ შორის ელიზაბედ ტეილორისა და ელტონ ჯონის საკუთრებებში.

ჯექსონის მემკვიდრეობის ადვოკატმა, მარტი სინგერმა ბრალდებებს “ფულის გამოძალვის მცდელობა“ უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი პრეტენზიები წლების შემდეგ გაჩნდა, როცა ჯექსონი უკვე გარდაცვლილი იყო.

წყარო

იხილეთ ასევე: