ავტორი:

მეინის შტატის მკვიდრმა ხელში “ლამაზი“ მწერი აიყვანა, თუმცა ამ უწყინარმა ფაქტმა ის კინაღამ მოკლა - ექიმები საზოგადოებას აფრთხილებენ

მეინის შტატის მკვიდრმა ხელში “ლამაზი“ მწერი აიყვანა, თუმცა ამ უწყინარმა ფაქტმა ის კინაღამ მოკლა - ექიმები საზოგადოებას აფრთხილებენ

აშშ-ის, მეინის შტატის მკვიდრმა მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, ბუნებაში ულამაზესი მწერი შენიშნა.

მწვანედ მბზინავმა ხოჭომ მისი ყურადღება შეფერილობითა და გამორჩეული გარეგნული მონაცემებით მიიპყრო. ის სრულიად უწყინარი ჩანდა. ქალმა მწერი ხელში აიყვანა რათა შვილთან ერთად დაეთვალიერებინათ დედამიწის გამორჩეული ცოცხალი ორგანიზმი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ გაუაზრებელმა ნაბიჯმა მოგვიანებით რამის მოკლა...

“ის იყო კენკრისფერი მწვანე, ყველაზე ლამაზი ხოჭო, რაც კი ოდესმე მინახავს. უბრალოდ ავიყვანე და ვუთხარი: 'ოჰ, შენ ძალიან ლამაზი ხარ'. რამდენიმე წამში ვიგრძენი წვა მთელ სხეულში“, — გაიხსენა 44 წლის ანტუანეტ ვებმა გასულ კვირას ფორტ ნოქსის (Fort Knox) სახელმწიფო პარკში მომხდარი შემზარავი შემთხვევის შესახებ

ანტუანეტა მიხვდა, რომ დასაკარგი დრო არ ჰქონდა, რადგან პოტენციურად ფატალური ალერგიული სიმპტომები სწრაფად განვითარდა. შვილებთან ერთად, სასოწარკვეთილი დედა პირდაპირ ბალახიან ბორცვზე პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ჩაიკეცა.

“ფორტ ნოქსის“ აღმასრულებელი დირექტორი, დინ მარტინი მაშინვე ამოქმედდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

“ის იწვა, მე კი მისი ხელი მეჭირა, 9-1-1-ს ვესაუბრებოდი და ვამხნევებდი. მან გონება დაკარგა სასუნთქი გზების შევიწროების გამო, ჰაერი აღარ მიეწოდებოდა, ტუჩები ლურჯი ჰქონდა“, — განუცხადა მარტინმა ადგილობრივ გამოცემას და დასძინა, რომ მისი მეუღლე, შერი, მთელი ამ დაძაბული პროცესის განმავლობაში ვების შვილებს ამშვიდებდა.

  • ექიმები გვაფრთხილებენ...

მწერი, რომელიც დედამ აიყვანა, იყო ექვსწერტილიანი ვეფხვისებრი ხოჭოა (six-spotted tiger beetle). გავრცელებული ინფორმაციით მან გამოიწვია “მილიონში ერთი“ შემთხვევა - მძიმე ალერგიული რეაქცია. ვებს გამონაყარი (ჭინჭრის ციება) გაუჩნდა და ყელზე ხელებს იჭერდა, ამასთანავე სუნთქვის გაძნელება და კანკალი აღენიშნებოდა.

მას სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და გონება სამჯერ დაკარგა.

მედიკოსების თქმით, აღნიშნული მწერი ზოგადად არ არის შხამიანი, მაგრამ მას აქვს ფეხებზე მარწუხები. თუმცა, ნებისმიერ მწერთან ან უცნობ მცენარესთან შეხებას ყველა უნდა მოერიდოს, რადგან გაზაფხულზე ხშირია ალერგიული რეაქციების მატება და არასათანადო პირველად დახმარების შემთხვევაში, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.

წყარო