ავტორი:

“ოსკარის“ ცერემონიალზე პროტესტი არ ყოფილა - აშშ-ში ამჟამად დემოკრატია არ არის“ - პედრო ალმადოვარი ჰოლივუდს აკრიტიკებს

“ოსკარის“ ცერემონიალზე პროტესტი არ ყოფილა - აშშ-ში ამჟამად დემოკრატია არ არის“ - პედრო ალმადოვარი ჰოლივუდს აკრიტიკებს

LA Times-თან ინტერვიუში ლეგენდარულმა ესპანელმა რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა ჰოლივუდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი არ იყო საკმარისად პოლიტიკური.

“არ იყო ბევრი პროტესტი [ღაზაში] ომის წინააღმდეგ ან ტრამპის წინააღმდეგ“, — თქვა 76 წლის რეჟისორმა.

  • მისი თქმით, ცნობილ ადამიანებს ზედმეტად ეშინიათ ტრამპისა და ისრაელის წინააღმდეგ ხმის ამოღების.

“მე უცხოელი ვარ. სწორედ ეს მიადვილებს საუბარს... იცით, მე კონკრეტულად არავის ვადანაშაულებ, მაგრამ საკმაოდ შესამჩნევი იყო ოსკარის ყურებისას, რომ ომის ან ტრამპის წინააღმდეგ ბევრი საპროტესტო აქცია არ ყოფილა.

შესაძლოა ის ერთადერთი არ იყო, მაგრამ რეალური მაგალითი, რაც მახსოვს, ჩემი მეგობრის, ხავიერ ბარდემისგან იყო, რომელმაც პირდაპირ თქვა: “თავისუფალი პალესტინა“.

ხალხი აშკარად ძალიან შეშინებულია. აშშ-ში ამჟამად დემოკრატია არ არის. ზოგი ამბობს, რომ შესაძლოა ეს არასრულყოფილი დემოკრატიაა, მაგრამ მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ აშშ-ში ამჟამად დემოკრატიაა.

გულდასაწყვეტი და ირონიული ის არის, რომ დემოკრატიამ, სწორი ხმის მიცემის მექანიზმის მეშვეობით, ამ ტიპის ტოტალიტარული რეჟიმი წარმოშვა. ეს ერთდროულად პარადოქსიცაა და წარმოუდგენლად სამწუხაროც“, - განაცხადა ალმადოვარმა ინტერვიუში.

წყარო