ინტერნეტში გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება ორი წლის ბავშვი მესამე სართულის აივნიდან.
შემთხვევა კოლუმბიის ქალაქ ბოგოტაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა, მამა კი მაღაზიაში იყო წასული.


მცირეწლოვანი აივნის კიდეზე გარკვეული ხნის განმავლობაში ეკიდა. ის თავის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივმა გამვლელებმა და მეზობლებმა საფრთხე შენიშნეს და სანამ ბავშვი ჩამოვარდებოდა, საბნების, ქურთუკებისა და სქელი ტანსაცმლის მოგროვება შეძლეს - ადგილზე შეგროვდნენ, რბილი ტანისამოსი მოამზადეს და წარმატებით შეძლეს პატარას გადარჩენა.
სპეციალისტები მშობლებს აფრთხილებენ, რომ არასოდეს დატოვონ პატარა ბავშვები ბინებში დაუცველ მდგომარეობაში. ბიჭის მამამ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვი სახლში მარტო დატოვა და თავად მაღაზიაში იყო წასული.

“ერთი წუთით ჩემს ძმასთან ერთად გავედი. როდესაც მაღაზიიდან დავბრუნდით, უკვე ყველაფერი მომხდარიყო,“ - აცხადებს მამა.
მცირეწლოვანი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ინციდენტს კოლუმბიის სოციალური სამსახური იძიებს.