ავტორი:

ირანში ომის შედეგად გაძვირებული საღებავის გამო, სნექების გიგანტი შავ-თეთრ შეფუთვაზე გადადის

ირანში ომის შედეგად გაძვირებული საღებავის გამო, სნექების გიგანტი შავ-თეთრ შეფუთვაზე გადადის

იაპონური სნექების გიგანტი Calbee აცხადებს, რომ ის დროებით შავ-თეთრ შეფუთვაზე გადადის, რადგან ირანის ომის გამო საღებავში გამოყენებული ინგრედიენტის მიწოდება შეფერხდა და გაძვირდა.

  • კომპანია ამბობს, რომ მისი 14 დასახელების პროდუქტის ახალი შეფუთვა იაპონიის მაღაზიებში 25 მაისიდან გამოჩნდება.

ეს არის უახლესი მაგალითი იმისა, თუ როგორ აისახება ომი ყოველდღიურ საქონელზე მას შემდეგ, რაც ირანმა, ფაქტობრივად, ჩაკეტა მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე აშშ-ისა და ისრაელის მიერ ქვეყანაზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ.

ბოლო კვირების განმავლობაში მიწოდების შეფერხებები შეიმჩნევა ისეთ რესურსებზე, როგორიცაა საწვავი, პლასტმასი და ჰელიუმი და სხვა. აღნიშნული ფაქტორები ბიზნესს ხარჯებს უზრდის.

ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს კონფლიქტი დაიწყო და ჰორმუზის სრუტის მეშვეობით გადაზიდვები შეჩერდა.

წყარო