ბევრს სჯერა, რომ სამუშაო დღეებში ძილის უკმარისობის კომპენსირება შაბათ-კვირას ხანგრძლივი ძილით არის შესაძლებელი, თუმცა ეს ასე არ არის. ძილის რაოდენობა არც ისე მნიშვნელოვანია.
ადამიანები, რომლებიც ძილს აკონტროლებენ, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთ რამეს აქცევენ ყურადღებას: საათების საერთო რაოდენობას. ხანმოკლე ღამე კვირის შუაში, ხანგრძლივი - შაბათს, და ჩნდება ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი ბალანსდება.
საქმე იმაში კი არ არის, რამდენ ხანს გეძინათ, არამედ იმაში - როდის გაიღვიძეთ და დაემთხვა თუ არა ეს დრო წინა დღის გაღვიძების დროს.
კვლევას ბელგიის ლევენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven) ძილის სპეციალისტი, დოქტორი ალექსანდროს კალკანისი ხელმძღვანელობდა. მისმა გუნდმა გააანალიზა 3000-ზე მეტი ჩანაწერი და შეარჩია 59 ძირითადი კვლევა, სადაც დაძინებისა და გაღვიძების დროის ობიექტური გაზომვები გამოიყენებოდა.
შედეგი უცვლელი იყო: ძილის რეგულარულობა - დაძინებისა და გაღვიძების ერთი და იმავე დროის დაცვა ყოველდღიურად - პირდაპირ კავშირში იყო უკეთეს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. შედეგები არ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ საბოლოოდ რამდენი საათი ეძინათ ადამიანებს. ქაოსურ გრაფიკს აქვს თავისი ფასი, რომელსაც ვერანაირი მაღვიძარა ვერ აანაზღაურებს.
დილის შუქი თვალებში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში გადასცემს სიგნალს უჯრედების მცირე ჯგუფს, რომელიც, როგორც ჩანს, ორგანიზმის ყოველდღიურ განრიგს მართავს.
ეს განრიგი - ცირკადული რიტმი - არეგულირებს ჰორმონებს, სხეულის ტემპერატურას, სიფხიზლესა და შიმშილის გრძნობას. გადაწიეთ გაღვიძების დრო ორი საათით შაბათს და მთელ დანარჩენ სისტემას ხელახალი გადაწყობა მოუწევს.
გაღვიძების მუდმივი დრო სხეულს ფიქსირებულ მარკერს აძლევს. მასზე დაყრდნობით, ძილის ჰორმონები და საჭმლის მომნელებელი პროცესები წინა დღის რიტმს უბრუნდებიან.
ლევენის მიმოხილვამ გააერთიანა მონაცემები განწყობის, მეტაბოლიზმისა და გულის შესახებ.
მოკლედ, ათწლეულების განმავლობაში ძილის სტანდარტული რეცეპტი ერთი ხაზისგან შედგებოდა: "იძინეთ 7-დან 9 საათამდე“. ახლა მკვლევრები მეორე ხაზს ამატებენ - "დაიძინეთ და გაიღვიძეთ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე“.