12 მაისს, "ევროვიზია 2026"-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც საქართველო "ბზიკებმა" მეექვსე ნომრად წარმოადგინეს და ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს.
მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ. ესენია: საქართველო, ფინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, მოლდოვა, შვედეთი, ბელგია, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, მონტენეგრო, სან მარინო, პოლონეთი და სერბეთი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ ათი ქვეყანა გავიდა. სცენაზე ასევე წარდგა "დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.
წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.
2026 წლის კონკურსის მეორე ნახევარფინალი 14 მაისს, ფინალი კი 16 -ში გაიმართება. "ევროვიზიაზე" წელს 35 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, "ბზიკები" 2009 წლის საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებულები არიან.