ავტორი:

მას დასავლეთში “სატანა-2“-ის სახელითაც იცნობენ - რა ხდება ცნობილი ახალ ბირთვულ რაკეტა “სარმატზე“, რომელიც რუსეთმა წარმატებით გამოცადა

მას დასავლეთში “სატანა-2“-ის სახელითაც იცნობენ - რა ხდება ცნობილი ახალ ბირთვულ რაკეტა “სარმატზე“, რომელიც რუსეთმა  წარმატებით გამოცადა

რუსეთმა განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბირთვული რაკეტა — “სარმატი“.

208-ტონიანი რაკეტა, რომელსაც დასავლეთში “სატანა-2“-ის სახელითაც იცნობენ, სილოსიდან დაახლოებით 15,880 მილი/საათის სიჩქარით გაეშვა. მისი სიმაღლე დაახლოებით 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ტოლია.

  • კრემლის ინფორმაციით, რაკეტა შექმნილია ბირთვული ქობინების გადასატანად და ძალიან დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურმა, სერგეი კარაკაევმა ვლადიმერ პუტინის აცნობა, რომ მრავალკვირიანი მოლოდინის შემდეგ გამოცდა წარმატებით დასრულდა.

კრემლის ინფორმაციით, რაკეტას შეუძლია გადაადგილდეს არა მხოლოდ ბალისტიკური, არამედ სუბორბიტალური ტრაექტორიითაც, რაც მის დაფიქსირებასა და განეიტრალებას კიდევ უფრო ართულებს.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, “სარმატის“ მოქმედების დიაპაზონი 35 000 კილომეტრზე მეტია.

“სარმატი“ რუსული სამხედრო პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ იარაღად ითვლება. მოსკოვი აცხადებს, რომ რაკეტას თანამედროვე თავდაცვითი სისტემების გადალახვა შეუძლია.

დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ შეაფასეს, როგორც დაძაბულობის ზრდისა და ბირთვული ძალის დემონსტრირების მცდელობა.

წყარო