აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ვენესუელა აშშ-ის 51-ე შტატად არის გამოსახული.
ცნობისთვის, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ “სერიოზულად განიხილავს ვენესუელის აშშ-ის 51-ე შტატად ქცევას“.
დონალდ ტრამპის კომენტარის შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ის 51-ე შტატად გახდომას არ განიხილავს.
“ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ისტორიის დაცვას გავაგრძელებთ. ვენესუელა კოლონია არ არის“, - აღნიშნა როდრიგესმა.