რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კრივი-რიჰში 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
სინელნიკის რაიონის დუბოვიკოვის თემში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, ხოლო ნიკოლაევის თემში 2 ადამიანი დაიღუპა.

“ნიკოპოლის რაიონში დაზარალდა ნიკოპოლის, მარგანეცკაიას, მიროვსკაიას, პოკროვსკაიას და კრასნოგრიგორიევსკაიას თემები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი“, - აღნიშნა განჟამ.
მისი ინფორმაციით, რუსებმა ერთ დღეღამეში, საერთო ჯამში, ოლქის სამ რაიონს თითქმის 30-ჯერ შეუტიეს.