ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფრაშტეჰი, რომელიც 1993 წელს ისპაჰანში დაიბადა და სამოქალაქო ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი ჰქონდა, 2024 წლის დასაწყისში თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს და რამდენიმე თვე უსაფრთხოების დაწესებულებაში დაკითხვის ქვეშ სამარტოო საკანში გაატარა.
აფრაშტეჰი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ და ებრაულ ენებს, რომელიც ისრაელთან თანამშრომლობის დროს შეისწავლა. მას ბრალი დასდეს ისრაელისთვის ირანის სტრატეგიული ინფორმაციის მიყიდვაში.
ფოტო: HRANA