რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით დარტყმები განხორციელდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
კრასნოდარის მხარის რეგიონული ხელისუფლების ცნობით, დრონებით თავდასხმა “ტამანის“ პორტზე განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ასევე, კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.


დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ასტრახანის ოლქში მდებარე ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, იზმაილოვოს ტერიტორიაზე მდებარე კრემლის კომპლექსში არსებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი ადმინისტრაციული შენობის სახურავს მოედო და დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა.

ხანძარი იყო ბაშკირეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ნურლინოს LPDS-ში, რომელიც “ტრანსნეფტის“ ნავთობსადენების სისტემაში მუშაობს და წარმოადგენს ურალიდან და დასავლეთ ციმბირიდან სამხრეთის მიმართულებით ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტის ნაწილს.
