ავტორი:

მარკეტებში ფასდაკლებული სასურსათო კალათა უკვე გამოჩნდა - რომელ და რამდენი დასახელების პროდუქტზე შემცირდა ფასი?

მარკეტებში ფასდაკლებული სასურსათო კალათა უკვე გამოჩნდა - რომელ და რამდენი დასახელების პროდუქტზე შემცირდა ფასი?

ქსელური მარკეტების ნაწილში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა უკვე გამოჩნდა.

როგორც “ბიზნესპრესნიუსს“ რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, აღნიშნული ფასდაკლებები ცალკეულმა ქსელებმა უკვე დაიწყეს, ხოლო კვირის ბოლომდე დარჩენილი ქსელებიც სრულად აითვისებენ ამ პროცესს.

როგორც სოფო ქაშაკაშვილმა “ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, ფასდაკლებულ პროდუქტების კალათაში მომხმარებლებს 10-დან 15-მდე პროდუქტი დახვდებათ.

“ეს არის სოციალური პროდუქტები: მაკარონი, წიწიბურა, ზეთი, პური, კვერცხი, ბრინჯი და გარკვეულ შემთხვევებში, ალბათ რძის პროდუქტებიც. ამის შესახებ ქსელები ინდივიდუალურად განაცხადებენ. იხილეთ ვრცლად

იხილეთ ასევე: