ავტორი:

"სამი დღეში გერმანელი ექიმის პასუხი მივიღე" - როგორ გადაამოწმა მამუკამ დიაგნოზი "ჯიპიაი ჰოლდინგის" ახალი სერვისის Diagnose.me-ის დახმარებით

"სამი დღეში გერმანელი ექიმის პასუხი მივიღე" - როგორ გადაამოწმა მამუკამ დიაგნოზი "ჯიპიაი ჰოლდინგის" ახალი სერვისის Diagnose.me-ის დახმარებით

მხრის ტკივილი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გიზღუდავს, ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ისეთი სამსახური აქვს, რომ მთელი დღე კომპიუტეთან ჯდომა უწევს. 45 წლის მამუკასთვის ეს ტკივილი იმ დონემდე გამწვავდა, რომ უკვე ხელის მოძრაობაც უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობის გეგმას ზუსტად მიჰყვებოდა , შედეგი არ ჩანდა. სწორედ ამ დროს გაიგო, რომ ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევით შეეძლო ევროპელ ექიმებს დაკონტაქტებოდა ონლაინ და გადაწყვიტა დიაგნოზი საზღვარგარეთ გადაემოწმებინა.

მამუკა ჯიპიაი ჰოლდინგის დაზღვეულია და სარგებლობს ჯიპიაი ექსკლუზივის სადაზღვევო პაკეტით, რომელიც დაზღვეულებს საშუალებას აძლევს Diagnose.me-ს პლატფორმის გამოყენებით დაუკავშირდნენ ევროპის წამყვან ექიმებს და გაიარონ კონსულაცია ნებისმიერ საეჭვო სიმპტომზე უფასოდ და ქართულად.

მამუკა თავის გამოცდილებას ჩვენს მკითხველს უზიარებს.

— მამუკა, მოგვიყევით თქვენი შემთხვევის შესახებ , როდის მიხვდით, რომ დამატებითი კონსულტაცია გჭირდებოდათ?

— ტკივილი მხარში უკვე დიდი ხანი მაწუხებდა, განსაკუთრებით მოძრაობის დროს. სამედიცინო ენაზე ამ პრობლემას ტენდინიტი ჰქვია, დიაგნოზი საქართველოშიც დამისვეს. ჩავიტარე ყველა საჭირო კვლევა — MRT, CT, ექოსკოპიები. მკურნალობაც დავიწყე, მაგრამ რეალური გაუმჯობესება არ მქონდა. ტკივილი არ მომეხსნა და სწორედ ამიტომ მინდოდა მინდოდა დიაგნოზის გადამოწმება უცხოეთში. სამწუხაროდ ეს დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და ვერ შევძელი. თუმცა გამიმართლა და ჩემს დაზღვევას დაემატა სერვისი, რომელიც სახლიდან გაუსვლელად მაძლევდა შესაძლებლობას ჩემი დიაგნოზი გადამემოწმებინა. არც დავფიქრებულვარ, მაშინვე მოვძებნე სასურველი ექიმი Diagnose.me-ზე და ჩემი სიმპტომები მივწერე.

— როგორ გამოიყენეთ Diagnose.me?

— ძალიან მარტივი აღმოჩნდა. შევედი პლატფორმაზე, რადგან ვიცოდი რომ ტრამვატოლოგი მინდოდა მოვიძიე ამ მიმართულებით ექიმი. დიდი არჩევანი იყო, თუმცა მე გერმანულ მედიცინას ძალიან ვენდობი და გერმანელი ექიმი ავირჩიე. აქ დასმული დიაგნოზიც გავაგზავნე, ავტვირთე ჩემი კვლევები და ექიმის დასკვნები. სიმპტომები ქართულად დავწერე — პლატფორმამ თვითონ თარგმნა ინგლისურად და გაუგზავნა ექიმს. ეს ძალიან დიდი კომფორტია, რადგან ენის ბარიერი საერთოდ აღარ არსებობს.

— ვისთან მივიდა თქვენი შემთხვევა?

— ჩემი დოკუმენტები გაიგზავნა გერმანიაში,ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ორთოპედიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან . ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს საქმეს მაღალი დონის პროფესიონალი განიხილავდა.

— რამდენად სწრაფად მიიღეთ პასუხი?

— სულ რაღაც 3 სამუშაო დღეში მივიღე დეტალური პასუხი. ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო არ ველოდი ასეთ სისწრაფეს. ექიმმა დეტალურად განიხილა ახლა არსებული მკურნალობის გეგმა , მომწერა რა მედიკამენტები და პრიცედურები უნდ აგამეგრძელებინა. რამდნიმე წამალი ამომაღებინა და რეკომენდაცია მომცა ვარჯიშების.

— რა გითხრათ გერმანელმა ექიმმა?

— მან დაადასტურა, რომ დიაგნოზი ძალიან ზუსტად მქონდა დასმული საუბარია ტენდინოზზე, რაც მხრის მყესებში კალციუმის დაგროვებაა და ძლიერ ტკივილს იწვევს. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულიად სწორად და პროფესიონალურად იყო ჩატარებული, მაგრამ რადგან ამან შედეგი არ გამოიღო, შემიცვალა რამდენიმე მედიკამენტი და ვარჯიში, თუ ამანაც არ გამოიღო შედეგი მირჩია შემდეგი ნაბიჯი — ართროსკოპიული ოპერაცია. როგორც მან მითხრა, ეს არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომლის დროსაც კალციუმის დაგროვება იშლება და ტკივილის მიზეზი მცირდება. ექიმმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთი ოპერაციის წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ია.

— რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის ამ კონსულტაციას?

— ძალიან დიდი. პირველ რიგში, დამარწმუნა, რომ საქართველოში სწორ გზაზე ვიყავი. მეორეც მივიღე მკაფიო გეგმა, რა უნდა გავაკეთო შემდეგ. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გავაკეთე სახლიდან გაუსვლელად. ახლა ვარ მშვიდად და ვაგრძელებ მკურნალობას. ამ მინი ოპერაციაზეც მოვიძიე ინფორმაცია და უფრო მშვიდად ვარ. მირჩია კარგი ორთოპედ ქირურგი ვნახო საქართველოში, ვისაც ვანდობ ამ ოპერაციას და ასეც მოვიქცევი.

— რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც მსგავს სიტუაციაშია?

— აუცილებლად გამოიყენეთ ასეთი შესაძლებლობა, ვისაც გაქვთ ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტი . „ჯიპიაი ექსკლუზივი“ და Diagnose.me გაძლევს საშუალებას, შენი ჯანმრთელობა საერთაშორისო დონეზე გადაამოწმო. ძალიან კარგია რომ არავის ცართულობა არ გჭირდება და თვითონ მართავ პროცესს. მარტივად მიწერ შენს ჩივილებს ექიმს, გაუგზავნი კვლევებს და იღებ პასუხს. სულ რომ არ შეგიცვალოს არაფერი და იგივე დაგიტოვოს, ის მაინც იცი რომ სწორ გზაზე ხარ. ეს არის სიმშვიდე, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს.

მამუკას ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზი და ინფორმირებული გადაწყვეტილება. როცა ამ პროცესში ჩართულია ჯიპიაი ჰოლდინგი და Diagnose.me, პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს ევროპელი ექიმების შეფასება სწრაფად, მარტივად, უფასოდ და რაც მტავარია სახლიდან გაუსვლელად.

თუ შენც გინდა გადაამოწმო დიაგნოზი უცხოელ სპეციალისტთან, მიიღო მკაფიო სამოქმედო გეგმა და იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე საერთაშორისო გამოცდილებით გადადი ბმულზე და შეიძინე „ჯიპიაი ექსკლუზივი“.

R