ავტორი:

“2026 წლის იანვარ-მარტში “ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა“ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

“2026 წლის იანვარ-მარტში “ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა“ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

2026 წლის იანვარ-მარტში “ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.

  • “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.

“შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე ასევე მიიღო 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია“, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში.