ავტორი:

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ძებნა გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბენ უოლესი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

"იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, - ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რომელი მუხლით გამოცხადდა ძებნა.

ბენ უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2019-2023 წლებში იკავებდა.