აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის ქალაქ პეკინში ჩავიდა. თვითმფრინავიდან ჩამოსულ ტრამპს აეროპორტში წითელი ხალიჩა დაახვედრეს. აშშ-ის პრეზიდენტს ლურჯ-თეთრ ფორმაში გამოწყობილი სამასი ჩინელი ბავშვი დახვდა, რომლებიც ამერიკულ და ჩინურ დროშებს აფრიალებდნენ.
ჰანი ჟენგმა და დონალდ ტრამპმა წითელ ხალიჩაზე ერთად გაიარეს, ბავშვები კი სკანდირებდნენ: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.
აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად პეკინში იმყოფებიან ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გუნდის წევრები.

პეკინში იმყოფება ათზე მეტი მაღალი რანგის ბიზნეს ლიდერიც, მათ შორის Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Boeing Company-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი კელი ორტბერგი, ასევე Meta-ს, Blackrock-ის, Blackstone-ის, Cargill-ის, Citi-ს, Coherent-ის, GE Aerospace-ის, Goldman Sachs-ის, Illumina-ს, Mastercard-ის, Micron-ის, Qualcomm-ის და Visa-ს აღმასრულებელი დირექტორები.