პოლიციამ აგრარული უნივერსიტეტის ეზოში დააკავა სტუდენტი, ელენე გელაშვილი, რომელსაც სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება მიზეზს, როგორც პოლიციელმა განმარტა დაკავება „შეკრება მანიფესტაციის წესების“ დარღვევას უკავშირდება.
სტუდენტს ადგილზე ხელბორკილი დაადეს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილში ჩასვეს, რასაც ადგილზე შეკრებილი სტუდენტების ტაში და შეძახილები მოჰყვა.