ავტორი:

რას აცხადებენ თბილისის მერიაში საბურთალოზე, დანელიას ქუჩაზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით? (ვიდეო)

რას აცხადებენ თბილისის მერიაში საბურთალოზე, დანელიას ქუჩაზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით? (ვიდეო)

დედაქალაქის მერია, საბურთალოზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

  • როგორც “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიაში განუმარტეს, 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედანზე მომუშავე მძიმე ტექნიკის დაზიანება.

“დანელიას ქუჩაზე მშენებლობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის პროცესი შეაჩერა და მშენებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე დააჯარიმა 30 000 ლარით.

ვაკის რაიონში N01.14.05.009.142 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 მარტის N7832707 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 6 მარტიდან 2029 წლის 6 მარტის ჩათვლით. (დამკვეთი: "იდეა პანორამა 2" (ს/ნ 405606045)).

მიმდინარე წლის 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედანზე მომუშავე მძიმე ტექნიკის დაზიანება... წაიკითხეთ ვრცლად