ავტორი:

გიორგი მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარელი" ქართველის ბრწყინვალე თამაშის შედეგად "სევილიას" ამარცხებს

გიორგი მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარელი" ქართველის ბრწყინვალე თამაშის შედეგად "სევილიას" ამარცხებს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში "ვილიარეალი" "სევილიას" მასპინძლობს.

მასპინძლები სტუმრებს პირველ ტაიმში 2-0-ს ამარცხებენ.

შესანიშნავი მატჩი აქვს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს. მე-13 წუთზე მისი საგოლე გადაცემით მორენომ გაიტანა, ხოლო მე-20 წუთზე ამჯერად მორენოს გადაცემით ჟორჟმა ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა.