რუსულმა ძალებმა წუხელ კიევს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დარნიცკის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ხალხია ჩარჩენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის დარნიცკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.



კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, ასევე ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ.
“ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში ძალაში რჩება. გთხოვთ, დარჩეთ თავშესაფრებში“, - წერს ტკაჩენკო.
იხილეთ ასევე: