ავტორი:

“ბრიჯიტმა ქმარს ირანელ მსახიობთან ფლირტისა და მიმოწერის გამო გაარტყა“ - ჟურნალისტი საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს ასაჯაროებს

“ბრიჯიტმა ქმარს ირანელ მსახიობთან ფლირტისა და მიმოწერის გამო გაარტყა“ - ჟურნალისტი საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს ასაჯაროებს

ჟურნალისტი ფლორიან ტარდიფი თავის ახალ წიგნში ამტკიცებს, რომ გასულ წელს, თვითმფრინავში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ცოლმა მას შემდეგ გაარტყა სახეში, რაც ქმრის ტელეფონში ახალგაზრდა მსახიობისგან გამოგზავნილი შეტყობინება აღმოაჩინა.

კადრები, სადაც თვითმფრინავის ტრაპზე მდგარი ბრიჯიტ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტს სილას ურტყამს, ვირუსულად გავრცელდა. როგორც ჟურნალისტი ფლორიან ტარდიფი RTL France-თან ამტკიცებს, ბრიჯიტის მრისხანება 48 წლის ემანუელ მაკრონისა და 42 წლის ირანელ მსახიობს - გოლშიფტე ფარაჰანის შორის მიმოწერამ გამოიწვია.

  • ჟურნალისტ ფლორიან ტარდიფის წიგნი სახელწოდებით - “(თითქმის) იდეალური წყვილი“ ახლახან გამოვიდა. წიგნში მაკრონისა და მსახიობის პირადი შეტყობინების შინაარსიც არის აღწერილი.

“ძალიან მომწონხარ“, - მისწერა პრეზიდენტმა მაკრონმა ფარაჰანის ერთ-ერთ შეტყობინებაში.

Le Parisien-ის ცნობით, ფარაჰანი, რომელიც ცნობილია თეირანის რეჟიმის მკაცრი კრიტიკით, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდა “პლატონურ ურთიერთობას“ მაკრონთან.

“ამან წყვილის ურთიერთობაში დაძაბულობა გამოიწვია, რამაც ეს პირადი სცენა საჯარო გახადა“, - განმარტა ჟურნალისტმა გასულ წელს, წყვილის ვიეტნამის ქალაქ ჰანოიში სტუმრობის სცენის გახსენებისას.

  • Le Parisien-ის ცნობით, გარტყმამდე რამდენიმე წუთით ადრე, 73 წლის ბრიჯიტმა ქმრის ტელეფონში ფარაჰანის შეტყობინება წაიკითხა.

არ კონკრეტდება თუ რას სწერდა ირანელი მსახიობი ემანუელ მაკრონს.

საფრანგეთის პირველი ლედის წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ დარტყმა რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო ფარაჰანთან და აღნიშნეს, რომ ბრიჯიტი არასდროს ამოწმებს ქმრის ტელეფონს.

  • “ბრიჯიტ მაკრონმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება პირდაპირ ავტორთან 5 მარტს და განმარტა, რომ ის არასდროს ამოწმებს ქმრის მობილურ ტელეფონს“, - განუცხადა პირველი ლედის წარმომადგენელმა Le Parisien-ს.

პრეზიდენტ მაკრონთან რაიმე სახის ურთიერთობას უარყოფს თავად მსახიობიც.

რაც შეეხება გახმაურებულ კადრებს - ემანუელ მაკრონმა კადრების გავრცელებიდან მალევე განმარტა, რომ ცოლი მას ეხუმრებოდა და სინამდვილეში, მათ შორის არანაირ დაძაბულობას არ ჰქონია ადგილი.

წყარო

იხილეთ ასევე: