ლიმონი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია - მას ვიყენებთ ჩაიში, დესერტებში, სალათებსა თუ სოუსებში. თუმცა, ეს ციტრუსი საკმაოდ სენსიტიურია შენახვის პირობების მიმართ და არასწორი მიდგომის შემთხვევაში, მალე კარგავს სინორჩეს, შრება ან ობდება.
გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს ლიმონის სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად.
შენახვა მაცივრის გარეშე
თუ ლიმონის გამოყენებას უახლოეს დღეებში გეგმავთ, მისი მაცივარში შედება აუცილებელი არ არის. მთავარია დავიცვათ შემდეგი პირობები:
მაცივარი - ხანგრძლივი შენახვისთვის
იმისათვის, რომ ციტრუსმა კვირების განმავლობაში გაძლოს, საუკეთესო ადგილი მაცივარია. გამოიყენეთ ბამბის ან ტილოს ტომარა, ან ქაღალდის პაკეტი. გახსოვდეთ, ცელოფნის პარკში ვენტილაცია არ ხდება, გროვდება კონდენსატი, რაც ობის გაჩენის იდეალური გარემოა.
საუკეთესო მეთოდი - შენახვა წყალში
ეს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდია ლიმონის წვნიანობის შესანარჩუნებლად კარგად გარეცხეთ ლიმონი. მოათავსეთ მინის ქილაში, ბოლომდე დაასხით ცივი წყალი და დაახურეთ თავსახური. შედგით მაცივარში და პერიოდულად გამოუცვალეთ წყალი.ასე ლიმონი დიდხანს შეინარჩუნებს სიმკვრივეს, არომატსა და წვენს.

როგორ მოვიქცეთ გაჭრილი ლიმონის შემთხვევაში?
გაჭრილი ლიმონი ჰაერზე სწრაფად კარგავს ტენს და იწოვს სხვა პროდუქტების სუნს. შეინახეთ ჰერმეტულ მინის კონტეინერში, აუცილებლად დადეთ მაცივარში დაეცადეთ გამოიყენოთ უახლოეს 2-3 დღეში.
ლიმონის გაფუჭების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ზედმეტი ტენიანობა, ჰაერის ცირკულაციის არარსებობა, მჭიდროდ შეკრული პარკები, მაღაზიაშივე დაზიანებული კანის მქონე ნაყოფი.
დაიმახსოვრეთ - ნუ გარეცხავთ ლიმონს შენახვის წინ, გარეცხეთ უშუალოდ გამოყენებისას.
შესაძლებელია თუ არა გაყინვა?
დიახ, ლიმონის გაყინვა შესანიშნავი გზაა მის შესანახად. შეგიძლიათ გაყინოთ მთლიანი ნაყოფი; დაჭრილი ნაჭრები; გამოწურული წვენი (ყინულის ფორმებში - ძალიან მოსახერხებელია სასმელებისთვის); გახეხილი ცედრა (იდეალურია გამოსაცხობად).