ავტორი:

გარდაბანში მომხდარი ავარიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა - "გარდაცვლილთაგან 2 ძმაა... ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი"

გარდაბანში მომხდარი ავარიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა - "გარდაცვლილთაგან 2 ძმაა... ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი"

უმძიმესი ავარია მოხდა გარდაბანში, კერძოდ სოფელ ბირლიკში, დღეს დილით BMW - ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგად 7 ადამიანია გარდაცვლილი, ერთი კი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს.

გლოვაა სოფელში, სადაც ტრაგედია დატრიალდა. სამი გარდაცვლილი ადგილობრივია.

"გარდაცვლილთაგან სამი ჩვენი სოფლის ბირლიკის მაცხოვრებელი, მათ შორის ორი ძმაა. დანარჩენი - კიდევ ორი გარდაცვლილი საგარეჯოელია. ის ბიჭებიც ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. დიდი ტრაგედიაა. როგორ მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვით - ძალიან მძიმე ავარიაა, BMW - ს მარკის მანქანით სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან ძალიან დიდ ხეს შეასკდნენ. საშინელი ამბავია, სამძიმარი ოჯახებს", - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი კალინინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნუშრავან მამედოვი.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

ავარიის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც დაგვიდასტურეს, თუმცა გვითხრეს, რომ რადგან ტრაგედია ახალი მომხდარია, დეტალებს არკვევენ.

იხილეთ ასევე: