სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ობობებთან ბრძოლის ბიუჯეტური და უსაფრთხო მეთოდი. მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ორი მარტივი ინგრედიენტის - ვაზელინისა და პიტნის ეთერზეთის - ნაზავი სახლიდან დაუპატიჟებელ სტუმრებს ეფექტურად აფრთხობს.
გამოცემა Express-ის ინფორმაციით, ამ მეთოდის შესახებ ვიდეო ინსტაგრამ-ბლოგერმა კიტ გრიფიტმა გაავრცელა და მან მალევე მოაგროვა ათასობით ნახვა.
როგორ მოვამზადოთ „საწინააღმდეგო საშუალება“?
მეთოდი ძალიან მარტივია:
ექსპერტების განმარტებით, ამ ნაზავში თითოეულ კომპონენტს თავისი ფუნქცია აქვს:
· პიტნის ზეთი: ობობები და მწერები ძალიან მგრძნობიარენი არიან მძაფრი სუნის მიმართ. ძლიერი არომატი მათთვის აუტანელია, რის გამოც დამუშავებულ ზედაპირებს ერიდებიან.
· ვაზელინი: მისი წებოვანი ტექსტურა ხელს უშლის ეთერზეთის სწრაფ აორთქლებას. ვაზელინი სუნს დიდხანს ინარჩუნებს და მწერებისთვის გადაადგილებასაც არაკომფორტულს ხდის.
მავნებლებთან ბრძოლის კომპანია Rentokil-ის სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ეთერზეთები მართლაც ხშირად გამოიყენება ნატურალურ საშუალებებად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ადამიანისთვის უსაფრთხოა, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები (მაგალითად, RSPCA) მოსახლეობას აფრთხილებენ:
ეთერზეთების კონცენტრირებულმა სუნმა ან კანზე მოხვედრამ შესაძლოა კატებისა და ძაღლების გაღიზიანება ან ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ, თუ სახლში ოთხფეხა მეგობრები გყავთ, ნაზავი მათთვის მიუწვდომელ ადგილებში გამოიყენეთ.
ბრიტანეთის მავნებლებთან ბრძოლის ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ობობების უმეტესობა ადამიანისთვის უწყინარია, თუმცა მათთვის, ვისაც ამ მწერების მიმართ შიში (არაქნოფობია) აქვს, ეს ხრიკი იდეალური და იაფი გამოსავალია.