ავტორი:

დააკავეს ამერიკელი ტურისტი, რომელმაც წყალში მყოფ სელაპს ქვები დაუშინა - ჰავაის მოსახლეობა მამაკაცის მკაცრად დასჯას ითხოვს

დააკავეს ამერიკელი ტურისტი, რომელმაც წყალში მყოფ სელაპს ქვები დაუშინა - ჰავაის მოსახლეობა მამაკაცის მკაცრად დასჯას ითხოვს

ჰავაიზე, ლაჰაინაში, ამერიკელი ტურისტი იგორ ლიტვინჩუკი ფედერალურმა აგენტებმა ცხოველთა მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე დააკავეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრის ლიტვინჩუკი სელაპს ქვებს, რასაც ნაპირზე მყოფი ადამიანები შეძახილებით აკვირდებიან.

ლიტვინჩუკი დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა იურიდიული დახმარების მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბრალდებულის ქმედება ძუძუმწოვართა უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

ლიტვინჩუკის დაპატიმრებას ჰავაიზე სწრაფი და მწვავე რეაქცია მოჰყვა - ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, სადაც ადგილობრივები სელაპის დაცვას ცდილობენ. ინციდენტი განსაკუთრებით ემოციური გახდა, რადგან სელაპი, სახელად “ლანი“ რეგიონის სიმბოლოდ ითვლება.

მაუის მერმა, რიჩარდ ბისენმა, განცხადებაში აღნიშნა, რომ ტურისტის დაკავება მკაფიო გზავნილს ავრცელებს - დაცული ველური ბუნების მიმართ სისასტიკე დაუშვებელია.

“მინდა ნათლად განვაცხადო, რომ მაუიზე ასეთ ვიზიტორს არ ვმასპინძლობთ“, - განაცხადა ბისენმა.

იგორ ლიტვინჩუკი ხუთშაბათს აშშ-ის რაიონულ სასამართლოში, სიეტლში წარდგება.

წყარო