ავტორი:

ანდრეი ერმაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით - გირაოდ 140-მილიონი გრივნა დაწესდა: რა თქვა სასამართლოზე ყოფილმა მაღალჩინოსანმა

ანდრეი ერმაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით - გირაოდ 140-მილიონი გრივნა დაწესდა:  რა თქვა სასამართლოზე ყოფილმა მაღალჩინოსანმა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ერმაკს 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით.

უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ გირაოს სახით 140-მილიონი გრივნა დააწესა.

  • გირაოს გადახდის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გაათავისუფლებენ და მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.

ანდრეი ერმაკის განცხადებით, ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამასთან, მისი თქმით, გირაოს შესატანად საჭირო თანხა არ აქვს და შეეცდება თანხა "მეგობრებსა და ნაცნობებს შორის“ მოიძიოს.

ანდრეი ერმაკმა პროცესზე აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს.

"მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა“, - განაცხადა ერმაკმა სასამართლო პროცესზე.

  • ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.