ავტორი:

"შესაძლებელია, ტრამპმა დღესვე გადაწყვიტოს დაბომბვის ხელახლა დაწყება" - ირანელები აღწერენ, როგორ ცხოვრობენ დაბომბვის მუდმივი შიშით

"შესაძლებელია, ტრამპმა დღესვე გადაწყვიტოს დაბომბვის ხელახლა დაწყება" - ირანელები აღწერენ, როგორ ცხოვრობენ დაბომბვის მუდმივი შიშით

ირანში დაძაბულობა იზრდება. ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებები და სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივ დახურვა მოსახლეობაში ომის ხელახლა გაღვივების შიშს იწვევს.

  • რიგითი ირანელები CNN-თან აღწერენ, როგორია ყოველდღიური ცხოვრება დაბომბვისა და ბლოკადის მუდმივი საფრთხის ქვეშ.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ სერიოზული შეზღუდვებით უწევთ ცხოვრება.

  • "მეუბნებიან, იქ არ წახვიდე, ახლა ძალიან საშიშია. მაგრამ იქ ოჯახი მყავს, სწორედ ამიტომ მივდივარ რისკზე“, - ამბობს ირანელი ქალი, რომელიც შეერთებული შტატებიდან თეირანში მიემგზავრება.

როგორც CNN წერს, მისი სიტყვები კარგად ასახავს ირანელი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ რეალობას, სადაც უსაფრთხოება, ოჯახის დაცვა და პირადი გადაწყვეტილებები მუდმივად ერთმანეთთან არიან დაკავშირებული.

გზებზე აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბილბორდებიც შეგხვდებათ. ერთ-ერთ ბანერზე სპარსულ ენაზე ამოტვიფრულია სიტყვები: "მისი ჩრდილი ჩვენს თავზეა“.

ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.

  • ერთ-ერთი ირანელი აცხადებს: "შესაძლებელია, ტრამპმა დღესვე გადაწყვიტოს დაბომბვის ხელახლა დაწყება. ტრამპს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის ფონზე მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონი პეკინს ირანზე ზეწოლისთვის გამოიყენებს, ხოლო ირანის ელჩმა განაცხადა, რომ კომუნისტური ქვეყანა შესაძლოა, შეერთებულ შტატებსა და თეირანს შორის მნიშვნელოვანი შუამავალი გახდეს.

წყარო