ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიანტების თემაზე მწვავე დისკუსიაა. ამჯერად საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეებს, ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩამოსულ პირებს, რომლებიც თავს აფხაზური წარმომავლობის აბაზებად მიიჩნევენ და "აფხაზეთის მოქალაქეობასა" და "პასპორტებს" ითხოვენ, თუმცა უარის მიღების გამო ე.წ. აფხაზურ სასამართლოებში მათი ათეულობით საჩივარია შესული.
რუსეთის მოქალაქეობის მქონე ყაბარდოელებს პრობლემა თავად აფხაზეთის "ხელისუფლებისგან" შეექმნათ. როგორც ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე წერენ, მიუღებელია, როდესაც "ხელისუფლება" რეპატრიანტებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას უზღუდავს.
“კვირის პალიტრა“ ოპოზიციურ ტელეგრამარხ "აიაშარას" სტატიების სერიაზე წერს, რომელიც ჩრდილოკავკასიელი რეპატრიანტების თემას მიეძღვნა. არსებული ინფორმაციით, 2024-2026 წლებში რეპატრიანტებზე (სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებზე, რომლებიც დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში), 485 პასპორტი და 756 პასპორტი - რუსეთის მოქალაქე აბაზინებზე გაიცა.
თუმა "აიაშარა" წერს, რომ მონაცემები ტყუილია: 2 წელია, რაც ჩრდილოკავკასიელ რეპატრიანტებზე "აფხაზეთის პასპორტის" გაცემა პრაქტიკულად შეჩერებულია, 2024-2026 წლებში ე.წ. შსს-მ 80-ზე მეტი ადამიანი გაისტუმრა უარით და მხოლოდ 20-მა რეპატრიანტმა მიიღო "პასპორტი", რის გამოც რამდენიმეს სარჩელის განხილვა სოხუმის "სასამართლოშიც" მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ასეთი სარჩელი ეკუთვნის ალბერდ ივანოვს, რომელიც დიდი ხანია ითხოვს "აფხაზურ პასპორტს". მისი თქმით, მისი წინაპრები მე-19 საუკუნეში, მუჰაჯირობის დროს ყაბარდოში აღმოჩნდნენ, სადაც აბაზინების ნაცვლად ყაბარდოელებად ჩაწერეს.
ალბერდის მტკიცებით, მისი გვარი - ივანოვი ეკუთვნის აფხაზურ-აბაზინურ გვარს - იუან-ივანბას... განაგრძეთ კითხვა