ინდოეთში, მუმბაის პიდონიეს რაიონში, ოთხსულიანი ოჯახის წევრები საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, შემთხვევა 25 აპრილს მოხდა. გარდაცვლილები არიან აბდულა დოკადია, მისი მეუღლე ნასრინი და მათი ორი ქალიშვილი, აიეშა და ზაინაბი.
- სამართალდამცავების ინფორმაციით, მომხდარს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო ახსნა. ინდური მედია თავდაპირველად წერდა, რომ ოჯახმა გაფუჭებული საზამთრო ჭამა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.

- მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ სიკვდილის მიზეზი თუთიის ფოსფიდი იყო - უკიდურესად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, რომელიც ხშირად გამოიყენება ვირთხების მოსაკლავად. პოლიციის თქმით, ეს ნივთიერება აღმოაჩინეს გარდაცვლილების ორგანოებში და საზამთროს ნაყოფის ნარჩენებში.
როგორც მუმბაის პოლიციის წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული როგორ მოხვდა თუთიის ფოსფიდი საზამთროში.
"ჩვენ კვლავ ვაგროვებთ მტკიცებულებებს. არ გამოვრიცხავთ არც მკვლელობას, არც შემთხვევით სიკვდილს, არც თვითმკვლელობას", - აცხადებენ სამართალდამცველები.
- გამოძიების ცნობით, იმ ღამეს ოჯახმა რამდენიმე ნათესავს უმასპინძლა. სტუმრები 22:30 საათზე წავიდნენ. მალევე ოჯახის წევრები ავად გახდნენ.
"ყველას ღებინება და დიარეა დაეწყო. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ოთხივე გარდაიცვალა“, - ამბობს გამომძიებელი.
წყარო