“სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მეტი არაფერია თუ არა მცდელობა, რომ გააჩუმონ სიტყვა,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპარლამენტის მიერ “იმედის“ დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
“სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს. ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, გააჩუმოს დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ერთი წლით აუკრძალოს ევროპარლამენტის კედლების შიგნით საქმიანობა სამ ქართულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, მეტი არაფერია თუ არა მცდელობა, რომ გააჩუმონ სიტყვა. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდის მანძილზე განსაკუთრებით კარგად ვხედავთ საით მიექანება ეს კავშირი და ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტი. მან არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი თავისი უსამართლო რეზოლუციებით, ახლა განსაკუთრებით გამოირჩა ცეზურით, რომლის შესახებაც არაერთხელ საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არაერთი სერიოზული ლიდერი და პოლიტიკოსი, მაგრამ ის, რასაც საქართველოს წინაშე კადრულობენ და ამ შემთხვევაში ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ, სცდება ყველანაირ ნორმას, სტანდარტს და ეს არის მათ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ანტირეკორდი“, - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, „იმედის“ განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა. ტელეკომპანიის ცნობით, მიზეზი ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობა გახდა.