ავტორი:

ხაშურში, თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა - რა დეტალებს ავრცელებს “ქართლის ამბები“?

ხაშურში, თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა - რა დეტალებს ავრცელებს “ქართლის ამბები“?

ხაშურში თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა გუშინ 13 მაისს მოხდა.

შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წინასწარი ინფორმაციით, მიწა ჩაიშალა და თხრილში წყალარინების პროექტზე მომუშავე დასაქმებული პირი ჩავარდა.