ავტორი:

ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

SOCAR-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"Italiana Petroli (IP) აქციების 99.82%-ის API Holding-ისგან შეძენის დასრულების შემდეგ, SOCAR-ი ლევან დავითაშვილის IP-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ აცხადებს“, - ნათქვამია იტალიური ნავთობკომპანიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ის ოპერაციებს იტალიაში უხელმძღვანელებს, რათა "უზრუნველყოს ბიზნესის უწყვეტობა, შეინარჩუნოს და შემდეგ გააძლიეროს მისი პოზიცია ადგილობრივ ენერგეტიკულ ბაზარზე და ზედამხედველობა გაუწიოს SOCAR ჯგუფში კომპანიის ფართო ინტეგრაციას“.