ავტორი:

"40 000-მდე მანქანის შემოსვლას ველოდებით..." - ექსპერტის თქმით, აქციზის გადასახადის მატების დაანონსების შემდეგ შეძენილი მანქანების რიცხვი გაორმაგდა

"40 000-მდე მანქანის შემოსვლას ველოდებით..." - ექსპერტის თქმით, აქციზის გადასახადის მატების დაანონსების შემდეგ შეძენილი მანქანების რიცხვი გაორმაგდა

"არ არის გამორიცხული, რომ მფლობელებს ავტომობილების მიღება დაუგვიანდეთ“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ავტომობილების ის ნაკადი, რომელიც მოქალაქეებმა აქციზის გადასახადის მატების დაანონსების შემდეგ, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შეიძინეს, ქვეყანაში შემოსვლას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

როგორც ალექსი ნონიაძე "ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, მანქანების მიღების პროცესი ეტაპობრივი იქნება და შესაძლოა, 2 თვეზე გადანაწილდეს.

"სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ავტოიმპორტის ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა დაფიქსირდა.

თუ წინა წლებში, დროის ამ მონაკვეთში, ქვეყანაში თვიურად საშუალოდ, 15-20 ათასი ავტომობილი შემოდიოდა, აქციზის მატებასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ ნეგატიური მოლოდინები და დამატებითი მოთხოვნა გააჩინა.

ყველა ცდილობდა, ავტომობილის შეძენა 1-ელ აპრილამდე მოესწრო, რის გამოც მოთხოვნა თითქმის 100%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის ქვეყანაში ველოდებით 35-40 ათასი ერთეული ავტომობილის შემოსვლას. გააგრძელეო კითხვა